ჩვენს შესახებ

სატრანსპორტო კომპანია ბენე ექსკლუზივი 2017 წელს დაარსდა და თავდაპირველად პრემიუმ კლასის ავტომობილებით მომსახურებას სთავაზობდა სტუმარ-მასპინძლობის სფეროს.

საქმისადმი პროფესიონალური მიდგომით ბენე ექსკლუზივმა უმოკლეს დროში მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და მყარად დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი ქართულ ბაზარზე.
დღეს ბენე ექსკლუზივი საქართველოში არსებული ყველაზე მსხვილი სატრანსპორტო კომპანია და დარგის უპირობო ლიდერია. იგი ორიენტირებულია მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაზე, უსაფრთხოებასა და მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე.

სიახლეები

6 ნოემბერი, 2022

Bene Exclusive წლის მთავარი სატელევიზიო შოუს - „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პარტნიორია

ცეკვავენ ვარსკვლავების მონაწილეების გადაადგილებას ბენე ექსკლუზივი უზრუნველყოფს.

25 ოქტომბერი, 2022

ბენე ექსკლუზივის ავტოპარკს KIA-ს ფირმის უახლესი მოდელი K5 შეემატა

ბენე ექსკლუზივი მუდმივად ანახლებს ავტოპარკს, kia k5- ის უახლესი მოდელი გამოირჩევა ულტრათანამედროვე აღჭურვილობით.

9 ოქტომბერი, 2022

RALLY ADVENTURE GEORGIA

წარმატებებს და გამარჯვებას ვუსურვებთ ქალთა გუნდს და მხარს ვუჭერთ თანასწორობის პრინციპებს სპორტში.

15 სექტემბერი, 2022

ბენე ესკლუზივის გუნდი საქმიანობას ახალი შემართებით ახალ სივრცეში გააგრძელებს

კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე "ბენე ჯგუფის" დამფუძნებელმა, გიორგი გოგლიძემ ისაუბრა

2 სექტემბერი, 2022

EUROBASKET-BENE EXCLUSIVE

EUROBASKET-ის ჩემპიონატის მონაწილეთა ტრანსპორტირება ბენე ექსკლუზივმა უზრუნველყო

18 აგვისტო, 2022

TV MONITORING-ის ვრცელი ეთერი ბენე ექსკლუზივის საქმიანობის შესახებ

ბენე ექსკლუზივის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი გორგაძემ ვრცლად სატელევიზიო ეთერში ისაუბრა

11 აგვისტო, 2022

ბენე ექსკლუზივის ავტოპარკს უახლესი TESLA MODEL Y შეემატა

MODEL Y თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კომფორტის იდეალურ სინთეზს წარმოადგენს.

26 ივლისი, 2022

FIBA-BENE EXCLUSIVE

20 წლამდელთა ჩემპიონატის 19 ქვეყნის დელეგაციების გადაადგილება ბენე ექსკლუზივმა უზრუნველყო

7 აპრილი, 2022

ჯგუფი Limperatrice ის კონცერტი აგვისტოში

ტრადიციულად, Black Sea Arena-ზე მიმავალი მსმენელის კომფორტსა და უსაფრთხოებაზე Bene Exclusive ზრუნავს.

16 ივნისი, 2022

Pullman Tbilisi Axis Towers - ჩვენი ახალი პარტნიორი

სასტუმრო ფულმანის სტუმრების ტრანსპორტირებას ბენე ექსკლუზივი უზრუნველყოფს.

7 ივნისი, 2022

ბენე ექსკლუზივის გუნდის გამორჩეული წევრები

ბენე ექსკლუზივის გუნდში ქალი მძღოლებიც ისეთივე გამოცდილები და პროფესიონალები არიან, როგორც მამაკაცები.

21 მარტი, 2022

ნებისმიერ ამინდზე მოგრებული ავტოპარკი

ბენე ექსკლუზივის მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის თოვლი და უამინდობა დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

16 ივნისი, 2022

Pullman Tbilisi Axis Towers - ჩვენი ახალი პარტნიორი

სასტუმრო ფულმანის სტუმრების ტრანსპორტირებას ბენე ექსკლუზივი უზრუნველყოფს.

24 თებერვალი, 2022

სოლიდარობა უკრაინელ მოქალაქეებს

ბენე ექსკლუზივი უკრაინის მოქალაქეებს თბილისის და ქუთაისის აეროპორტში უფასო ტრანსპორტირებას სთავაზობს.

14 იანვარი, 2022

ფარიკაობის მსოფლიო თასი 2022-ის პარტნიორი

ბენე ექსკლუზივმა ფარიკაობის მსოფლიო თასის 600-მდე მონაწილის ტრანსპორტირება უზრუნველყო.

ბენე აკადემია

სტუმრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაში გადამწყვეტ როლს მძღოლის გამოცდილება და მაღალი კვალიფიკაცია თამაშობს. მგზავრებს დაცულობისა და სანდოობის განცდას უქმნის და მათ მოგზაურობას დადებითი ემოციებით ავსებს მაღალხარისხიანი მომსახურება.

ბაზრის ანალიზი დღეს ტრანსპორტით მომსახურების სფეროში კვალიფიციური კადრების სიმცირეს ადასტურებს. სწორედ ამიტომ შევქმენით ახალი პროექტი - ბენე აკადემია, რომლის მიზანია, მოამზადოს მძღოლები და გააცნოს დარგში არსებული თანამედროვე სტანდარტები.

აეროპორტის ტაქსი

2019 წლიდან ჩვენმა კომპანიამ მოიპოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტაქსით მომსახურების ექსკლუზიური უფლება. 2022 წლიდან კი იგივე უფლება მივიღეთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც.

ჩვენ ტაქსით მომსახურებისას ვიყენებთ ძირითადად ელექტრომობილებს, გვაქვს ფიქსირებული ტარიფები, აღრიცხვის და დაჯავშნის ერთიანი სისტემა, მგზავრობა კი სანდო და უსაფრთხოა.

ღონისძიებები და პროექტები

https://bene-exclusive.com/event-moiare

პარტნიორები