ჩვენ შესახებ

„ბენე ექსკლუზივი“ არის კომპანია, რომელიც „ბენე ჯგუფი“-ს ქუდის ქვეშ წარმოიშვა და მის მსგავსად ლოგისტიკის დარგს ემსახურება. თავდაპირველი საქმიანობა მხოლოდ პრემიუმ კლასის ავტომანქანებით მომსახურებას გულისხმობდა, დღეს-დღეობით კი „ბენე ექსკლუზივი“ მრავალპროფილურ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენ საქმიანობას დაემატა ავტომანქანების გაქირავების სერვისი მძღოლის გარეშე, ბიზნეს პროექტებისა და ბიზნეს ივენთების ორგანიზება.
„ბენე ექსკლუზივი“ დამკვეთზე ორიენტირებული კომპანიაა. ჩვენი მიზანია მომხმარებელს გავუწიოთ უსაფრთხო და კომფორტული სერვისი. ჩვენი მძღოლები საუბრობენ რამდენიმე უცხო ენაზე, გავლილი აქვთ მომსახურების, უსაფრთხოებისა და ეტიკეტის ტრენინგები.
„ბენე ექსკლუზივი“-ს მისიაა მისი არსებობით დადებითი გავლენა იქონიოს ადგილობრივ ბიზნეს გარემოზე. ჩვენი ბიზნეს ივენთები ემსახურება სხვადასხვა დარგებში მოღვაწე კომპანიების დამეგობრებასა და ნეთვორქინგს, რაც თავისმხრივ დადებითი შედეგების მომტანია, როგორც კომპანიებისათვის ასევე ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლებისთვის.
ჩვენ შესახებ