ჩვენ შესახებ

 

ნეთვორქინგ ღონისძიებები, როგორც მსოფლიო ტრენდი, საქართველოში ახლა იწყებს განვითარებას. „ბენე ექსკლუზივი“ მუდმივად ცდილობს ფეხი აუწყოს მსოფლიო ტენდენციებს და ამავდროულად შექმნას ინოვაციური პროექტები, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქართული ბიზნესსამყაროს განვითარებაში. სწორედ ამიტომ შეიქმნა NETWORKING GEORGIA, ერთგვარი ბიზნეს თავგადასავალი, რომლის მთავარ მიზანს ინფორმაციის, კონტაქტების, იდეებისა და გამოცდილებების გაცვლის გზით ბიზნეს სექტორის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

 

Networking Georgia - გაზაფხულის სეზონი 

Networking Georgia - გაზაფხულის სეზონი 2-3 მარტს სასტუმრო „ლოპოტა სპა და რეზორტში“ ჩატარდა. ღონისძიებას 150 კომპანიის 500 მონაწილე ესწრებოდა. პროექტის ფარგლებში მონაწილეების წინაშე ქართველი სპიკერები დავით გოგიჩაიშვილი და დავით ჩიკვაიძე წარდგნენ. პროექტის მეორე ნაწილი დაეთმო პანელურ დისკუსიას, სადაც წამყვანი ქართული და საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელებმა მიიღეს მონაწილეობა. 

სასტუმროს სხვადასხვა საკონფერენციო სივრცეში ჩატარდა ნეთვორქინგ აქტივობები, რაც მონაწილეებს დაეხმარათ ახალი კონტაქტების შეძენასა და სამომავლო თანამშრომლობის დაწყებაში. 

პროექტი გალა ვახშმითა და გათამაშებით დასრულდა. 

Networking Georgia- პროექტის შემდეგ ჩატარებული კვლევის შედეგებით, სტუმრების 60%-მა 10 ზე მეტი კორპორატიული ხელშეკრულება გააფორმა.