ჩვენს შესახებ

სატრანსპორტო კომპანია ბენე ექსკლუზივი 2017 წელს დაარსდა და თავდაპირველად პრემიუმ კლასის ავტომობილებით მომსახურებას სთავაზობდა სტუმარ-მასპინძლობის სფეროს.

საქმისადმი პროფესიონალური მიდგომით ბენე ექსკლუზივმა უმოკლეს დროში მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და მყარად დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი ქართულ ბაზარზე.
დღეს ბენე ექსკლუზივი საქართველოში არსებული ყველაზე მსხვილი სატრანსპორტო კომპანია და დარგის უპირობო ლიდერია. იგი ორიენტირებულია მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაზე, უსაფრთხოებასა და მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე.

სიახლეები

7 აპრილი, 2022

ჯგუფი Limperatrice ის კონცერტი აგვისტოში

ტრადიციულად, Black Sea Arena-ზე მიმავალი მსმენელის კომფორტსა და უსაფრთხოებაზე Bene Exclusive ზრუნავს.

7 აპრილი, 2022

ბენე ექსკლუზივის გუნდის გამორჩეული წევრები

ბენე ექსკლუზივის გუნდში ქალი მძღოლებიც ისეთივე გამოცდილები და პროფესიონალები არიან, როგორც მამაკაცები.

21 მარტი, 2022

ნებისმიერ ამინდზე მოგრებული ავტოპარკი

ბენე ექსკლუზივის მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის თოვლი და უამინდობა დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

7 მარტი, 2022

Summit talks-ის პარტნიორი

Summit Talks-ის 100-მდე მონაწილის უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტირება ბენე ექსკლუზივმა უზრუნველყო.

24 თებერვალი, 2022

სოლიდარობა უკრაინელ მოქალაქეებს

ბენე ექსკლუზივი უკრაინის მოქალაქეებს თბილისის და ქუთაისის აეროპორტში უფასო ტრანსპორტირებას სთავაზობს.

14 იანვარი, 2022

ფარიკაობის მსოფლიო თასი 2022-ის პარტნიორი

ბენე ექსკლუზივმა ფარიკაობის მსოფლიო თასის 600-მდე მონაწილის ტრანსპორტირება უზრუნველყო.

ბენე აკადემია

სტუმრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაში გადამწყვეტ როლს მძღოლის გამოცდილება და მაღალი კვალიფიკაცია თამაშობს. მგზავრებს დაცულობისა და სანდოობის განცდას უქმნის და მათ მოგზაურობას დადებითი ემოციებით ავსებს მაღალხარისხიანი მომსახურება.

ბაზრის ანალიზი დღეს ტრანსპორტით მომსახურების სფეროში კვალიფიციური კადრების სიმცირეს ადასტურებს. სწორედ ამიტომ შევქმენით ახალი პროექტი - ბენე აკადემია, რომლის მიზანია, მოამზადოს მძღოლები და გააცნოს დარგში არსებული თანამედროვე სტანდარტები.

აეროპორტის ტაქსი

2019 წლიდან ჩვენმა კომპანიამ მოიპოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტაქსით მომსახურების ექსკლუზიური უფლება. 2022 წლიდან კი იგივე უფლება მივიღეთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც.

ჩვენ ტაქსით მომსახურებისას ვიყენებთ ძირითადად ელექტრომობილებს, გვაქვს ფიქსირებული ტარიფები, აღრიცხვის და დაჯავშნის ერთიანი სისტემა, მგზავრობა კი სანდო და უსაფრთხოა.

ღონისძიებები და პროექტები

https://bene-exclusive.com/event-moiare

პარტნიორები