სტუმრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაში გადამწყვეტ როლს მძღოლის გამოცდილება და მაღალი კვალიფიკაცია თამაშობს. მგზავრებს დაცულობისა და სანდოობის განცდას უქმნის და მათ მოგზაურობას დადებითი ემოციებით ავსებს მაღალხარისხიანი მომსახურება.

ბაზრის ანალიზი დღეს ტრანსპორტით მომსახურების სფეროში კვალიფიციური კადრების სიმცირეს ადასტურებს. სწორედ ამიტომ შევქმენით ახალი პროექტი - ბენე აკადემია, რომლის მიზანია, მოამზადოს მძღოლები და გააცნოს დარგში არსებული თანამედროვე სტანდარტები.

სასწავლო პროგრამა მოიცავს თეორიულ სწავლებასა და პრაქტიკულ ნაწილს - უცხო ენის ინტენსიურ კურსს, ექსტრემალურ სიტუაციებში მართვისა და მოქმედების წესების, უსაფრთხოების, ეტიკეტისა და მრავალი სხვა აუცილებელი უნარ-ჩვევის დაუფლებას, რაც დაეხმარება მძღოლს პროფესიონალიზმის ამაღლებაში.

სწავლების დასასრულს ყველა მონაწილეს ნაჩვენები შედეგების მიხედვით გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი და მიეცემა საშუალება, დასაქმდეს მძღოლის პოზიციაზე ბენე ექსკლუზივში.