carrent.img

რას მოიაზრებს "ბენე-ექსკლუზივის" -ს საოპერაციო ლიზინგი?

   როდესაც კომპანიას ესაჭიროება ავტოტრანსპორტი, ორი გამოსავალი არსებობს - კომპანია ან ყიდულობს ავტომობილს ან სარგებლობს საოპერაციო ლიზინგის მომსახურებით.

   თუ კომპანია ფლობს რამდენიმე ავტომობილს, ჩნდება შესაბამისი რაოდენობის კადრების აუცილებლობა, ასევე ავტომობილის ფლობა ხშირად მოულოდნელ შემთხვევებს და ხარჯებს უკავშირდება. ავტომობილის შეძენის დროს (არა აქვს მნიშვნელობა რა პირობებით სარგებლობთ იქნება ეს ლიზინგი თუ ავტოსესხი), ავტომობილი ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ კომპანიის საკუთრება ხდება, მანქანის საოპერაციო ლიზინგით შეძენის შემთხვევაში კი, მხოლოდ სარგებლობთ ავტომობილით, დანარჩენი ვალდებულებები და ხარჯები კი ჩვენ მხარეს რჩება.

ამჟამად, ჩვენ კომპანიებს ვთავაზობთ ყველა კატეგორიის - სედანის, ქროსოვერის, მინივენის და ბიზნეს კლასის ავტომობილების საოპერაციო ლიზინგს. სურვილის შესაბამისად, შეგვიძლია მომხმარებელს შევთავაზოთ, როგორც ახალი, ასევე მეორადი ავტომიბილები.

რა უპირატესობა აქვს საოპერაციო ლიზინგს?

კომპანიებისათვის საოპერაციო ლიზინგით სარგებლობა მრავალი ფაქტორით არის მომგებიანი:

  • ნაკლები ყოველთვიური ხარჯი
  • დაზღვეული და ტექნიკურად გამართული ავტოპარკი
  • ნაკლები ადმინისტრაციის და კადრების აუცილებლობა
  • მარტივი ფინანსური კონტროლი - ერთი ინვოისის პრინციპი
  • ნაკლები ქონების გადასახადი
  • მუდმივად განახლებადი ავტოპარკი
  • დაზიანების შემთხვევაში ავტომობილის ჩანაცვლება ახლით
  • რაც მთავარია, ქირაობთ თქვენთვის სასურველი დროით

დაგვიკავშირდით: (+995) 322 052 100