ბენე მოტორსი

ბენე ექსკლუზივი, როგორც ტრანსპორტით მომსახურების სფეროში გამორჩეული
კომპანია, მზადაა, გაუზიაროს მომხმარებელს საკუთარი გამოცდილება ხარისხიანი
ავტომობილების შესყიდვისა და მოვლის მიმართულებით.

ჩვენი მენეჯერი თქვენი მოთხოვნების გათვალისწინებით შეგირჩევთ სასურველი
მოდელის ავტომობილს და უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს მის უსაფრთხო
ტრანსპორტირებას როგორც ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან, ასევე ამერიკის
შეერთებული შტატებიდან.

მომსახურების პაკეტი მოიცავს:

  • შერჩეული ავტომობილის ტექნიკურ შემოწმებას (ნებისმიერ ქვეყანაში ჩვენი სპეციალისტის მიერ);
  • ავტომობილის შემოწმების ფოტო და ვიდეო მასალით დასაბუთებას;
  • ყველა საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებასა და ადგილზე მიწოდებას;
  • ავტომობილის ტრანსპორტირების დაზღვევას;
  • ავტომობილის უსაფრთხო და სწრაფ ტრანსპორტირებას;
  • ავტომობილის გამართულად მუშაობის ერთ წლიან გარანტიას.