აეროპორტის ტაქსი

2019 წლიდან ჩვენმა კომპანიამ მოიპოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტაქსით მომსახურების ექსკლუზიური უფლება.

ჩვენ ტაქსით მომსახურებისას ვიყენებთ ძირითადად ელექტრომობილებს, გვაქვს ფიქსირებული ტარიფები, აღრიცხვის და დაჯავშნის ერთიანი სისტემა, მგზავრობა კი სანდო და უსაფრთხოა.

აეროპორტის ტაქსის გარდა, ჩვენ კორპორატიულ კლიენტებსაც ვთავაზობთ ტაქსით მომსახურებას როგორც თბილისის, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით ქოლ ცენტრისა და სპეციალური აპლიკაციის საშუალებით.